ციფრული დიზაინი - 3D Design

3 თვიანი კურსი

მოკლე აღწერა

ციფრული დიზაინი - 3D Design“ არის პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული კურსი, სადაც შეისწავლით Blender-ის გამოყენებას 3D მოდელინგისთვის. კურსი მოიცავს სრულ ციკლს — პროგრამის საფუძვლებიდან საკუთარი პორტფოლიოს შექმნამდე. სასწავლო პროცესში დაეუფლებით მოდელინგის ტექნიკებს, ტექსტურირებას, განათებასა და რენდერს. კურსის ბოლოს შეძლებთ თავისუფლად იმუშაოთ 3D გარემოში და შექმნათ ხარისხიანი მოდელები რეალური პროექტებისთვის.

თვეში 50

სულ 150

კურსზე რეგისტრაცია

სილაბუსი:

I ეტაპი - საფუძვლები და გარემოს გაცნობა

შევისწავლით: პროგრამის ინტერფეისს(Blender), ნავიგაციასა და ხელსაწყოებს, 3D სამუშაო პროცესის ლოგიკას, პროექტების სტრუქტურიებას. ეტაპის გავლის შემდეგ სტუდენტი თავისუფლად იმუშავებს პროგრამაში და ექნება მყარი საფუძველი

II ეტაპი - მოდელინგის ტექნიკები

შევისწავლით: ბოქს მოდელინგსა და პოლიგონალურ მოდელინგს, low-poly და high-poly მუშაობას, რეფერენსის მოდელინგს. ეტაპის გავლის შემდეგ მოსწავლე შექმნის საკუთარ მოდელებს ნულიდან

III ეტაპი - ტექსტურირება და მასალები

შევისწავლით: UI unwrapping-ს, მასალების შექმნას, PBR (Physically Based Rendering) პრინციპებს. ეტაპის გავლის შემდეგ მოსწავლე შეძლებს მოდელს რეალისტური ტექტსტურები და ეფექტური მასალები.

IV ეტაპი - განათება და რენდერი

შევისწავლით: განათების ტიპებს და სიმულაციას, სცენის კომპოზიციას, კამერის დაყენებას, რენდერის პარამეტრებს. ეტაპის გავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება თუ როგორ წარმოადგინოს საკუთარი მოდელი საუკეთესი ფორმით.

V ეტაპი - პროექტი და პორტფოლიო

შევისწავლით: დამოუკიდებელი პროექტის არჩევას, პორტფოლიოზე მუშაობას (ARTStation), ბაზარზე გასვლის რჩევებს. ეტაპის გავლის შემდეგ სტუდენს ექნება საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დაეხმარება კარიერულ წინსვლაში.

დარეგისტრირდი კურსზე

ტელეფონი

ტელეფონი

+995 598 19 16 14
ელ-ფოსტა

ელ-ფოსტა

infonovix1@gmail.com