3 თვიანი კურსი
Novixy-ის Front-End Development კურსი შექმნილია დამწყები პროგრამისტებისთვის, რომლებსაც სურთ 0-დან ისწავლონ თანამედროვე ვებ ტექნოლოგიები და გახდნენ კვალიფიციური Front-End დეველოპერები. კურსი მოიცავს JavaScript, React, TypeScript, CSS, HTML და სხვა ძირითად ტექნოლოგიებს, რომლებიც საჭიროა თანამედროვე ვებ აპლიკაციების შესაქმნელად. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ საკუთარი პროფესიონალური პორტფოლიოს შექმნას და სრულფასოვანი ვებ აპლიკაციების დამზადებას.
თვეში 50
სულ 150
კურსზე რეგისტრაციაI ეტაპი - ვებ ტექნოლოგიები და CSS
გავეცნობით, როგორ მუშაობს ინტერნეტი და ვებგვერდები, დავეუფლებით HTML და CSS-ის საფუძვლებს და გავიგებთ, რა როლი აქვს ამ ტექნოლოგიებს თანამედროვე ვებში. კურსის ფარგლებში ეტაპობრივად შევისწავლით ყველა აუცილებელ კომპონენტს, რაც სჭირდება მომავალ ფრონტენდ დეველოპერს ცოდნის ჩამოსაყალიბებლად.
II ეტაპი - JAVASCRIPT პროგრამირების ენა
კურსის ფარგლებში საფუძვლიანად გავეცნობით JavaScript-ს — როგორ მუშაობს იგი, როგორ გამოიყენება ვებსაიტების ფუნქციონალის შესაქმნელად და რა როლი აქვს თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიებში. განვიხილავთ მის გამოყენების ძირითად მიდგომებს, სინტაქსსა და პრაქტიკულ მაგალითებს.
III ეტაპი - REACT და TYPESCRIPT
დავუფლდებით საფუძვლიანად იმას, თუ რა არის React და როგორ მუშაობს იგი პრაქტიკაში. გავეცნობით TypeScript-ის არსს, მიზანსა და უპირატესობებს. ისწავლით, როგორ გამოიყენოთ React და TypeScript ერთად.

